ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბურჯანაძე: ალტ-ინფოს პარტიის აკრძალვა საკონსტიტუციოში შეიძლება, სირცხვილია მისი არსებობა

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, ალტ-ინფოს პარტიად დაფუძნებას ეხმაურება და კონსტიტუციის მიხედვით პარტიის აკრძალვის გზებზე წერს.

ბურჯანაძის თქმით, ისინი, ვინც ამ პარტიის აკრძალვას არ მოითხოვენ, მისთვის მათი ირიბი მოკავშირეები და მხარდამჭერები იქნებიან.

“ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე საშინელი დღე – 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას.

ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა.

კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია:

ა. პრეზიდენტს;
ბ. მთავრობას;
გ. 30 დეპუტატს;

ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება.

რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია, ყველაფერთან ერთად”,  – წერს ბურჯანაძე.

დღეს, 20 ნოემბერს, ალტ-ინფომ, პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა.

იტვირთბა....