ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალი, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაყვანა შესთავაზეს, ყველა საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი.
“გორის ჰოსპიტალი არის სრულად აღჭურვილი იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ MRI-ს აპარატი გამოსულია მწყობრიდან არ შეესაბამება სიმართლეს. ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული აფდეითი და პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი შეუფერხებლად”,- ამბობს ტიკარაძე.
დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში გადასხვლა შესთავაზა, ამ დრომდე უცნობია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს.

