ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლქვაძე: საერთაშორისო პრესა დიდ დარტყმებს აყენებს საქართველოს იმიჯს, შევქმნათ ბერკეტი

[su_quote] თქვენ, ალბათ, კარგად იცით, რომ საზღვარგარეთ საერთაშორისო პრესა ძალიან დიდ დარტყმებს აყენებს საქართველოს იმიჯს და ეს განსაკთრებით ხდება საფრანგეთში, ისეთ პრესტიჟულ ჟურნალებში, როგორიცაა “ფიგარო”, “ლე მონდი”, “ექსპრესი” და რომელსაც მილიონობით ადამიანი კითხულობს ყოველდღიურად.

ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა რამე ბერკეტი, თუ არ არის, იქნებ შევქმნათ — რამენაირად მოგვარდეს ის საკითხი, რომ დეზინფორმაციას ჩვენ საქართველოდან მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც რეალობასთან ახლოსაა.

მე, როგორც ელისო ბოლქვაძე და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვფიქრობ, რომ შეიძლება ამის მოგვარება მომავალში და კულტურის კომიტეტი მზად ვართ, ჩავერთოთ ამ მუშაობაში, თუ თქვენი ნებაც იქნება [/su_quote]

ამის შესახებ ელისო ბოლქვაძემ პარლამენტში დავით ზალკალიანს განუცხადა.

იტვირთბა....