საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს გორის ჰოსპიტალს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრი გორის ჰოსპიტალში 18:00 საათზე მივა.
მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.
იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 50-ე დღეა შიმშილობს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.

