ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხერხეულიძე: თუ შესაცვლელი გახდება ლოკაცია მას უნდა ესწრებოდეს მისი პირადი ადვოკატები, ესწრებოდეს პირადი ექიმი ან ჩვენგან წარმომადგენელი

საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ხერხეულიძე იუსტიციის სამინისტროს შეთავაზების შემდეგ გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდა. მას უნდა გაეგო რა პოზიცია აქვს სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე.

“ძალიან ცუდად იქცევა ადმინისტრაცია, რომ აყოვნებს ჩემს შეშვებას. ამიტომ ძალიან ვთხოვ ხელისუფლებას ნუ შეაფერეხებენ ჩემს აქ მოსვლას. რაც მალე შევალ მე მით მალე გვეცოდინება მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გადაყვანასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ რაც ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის დროს, მოატყუეს და ის გაიტაცეს რუსთავიდან და გადმოიყვანეს გლდანში, თავისთავად უკვე არსებობს დიდი უნდობლობა, რის საფუძველზე მხოლოდ და მხოლოდ ექიმების და ადმინისტრაციის შეთავაზებით ის გადაწყვეტილების მიღებას ვერ მოახერხებს.  როდესაც მსგავსი ფაქტის წინაშე დავდგებით, თუ შესაცვლელი გახდება ლოკაცია მას უნდა ესწრებოდეს აუცილებლად მისი პირადი ადვოკატები, ესწრებოდეს პირადი ექიმი ან ჩვენგან წარმომადგენელი. ეს ადამიანი უკვე 50-ე დღეა იბრძვის უთანასწორო ბრძოლაში და მისი თავგანწირული ბრძოლა იმსახურებს იმას, რომ სააკაშვილის პოზიცია ვიცოდეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით”,-განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

იტვირთბა....