ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით სწორედ მოსახლეობის საპროტესტო მუხტს უკავშირდება.
“კონკრეტული გეგმით ვიქნებოდი წარმოდგენილი დღეს, მაგრამ გზაში დაგვაწიეს ცნობა, რომ სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. რა თქმა უნდა გორის ჰოსპიტალში ამ ადამიანებს გადაყვანა რომ სდომოდათ, გლდანში კი არ გადაიყვანდნენ… მაგრამ თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საათობრივად აკეთებს მხარდასაჭერ განცხადებებს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ისე ქვეყნის”,- ამბობს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სთავაზობენ გადავიდეს გორის ჰოსპიტალში, ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

