ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაფარიძე: არ გახვიდეთ გარეთ, არა, ვიჯდეთ წუმპეში და ვსვათ საქართველოს სადღეგრძელო

პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მილიონი მიზეზის მოფიქრება შეიძლება, რატომ არ უნდა გავიდეს ხალხი ქუჩაში და გააპროტესტოს მიმდინარე მოვლენები. თუმცა, ჯაფარიძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში “წუმპეში ვიჯდებით”. ამის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“არ გახვიდეთ გარეთ, არა, მილიონი მიზეზის მოფიქრება შეიძლება რატომ არ უნდა გახვიდეთ. თუ ვერ მოიფიქრებთ, “ოცნების” ბოტების კომენტარებს გადახედეთ, შემოგაშველებენ არგუმენტებს. ღმერთი გიშველით, ან ამერიკა, ან უცხოპლანეტელები. თუ ვერ გიშველით და მაგის დედაც მოვტ*ან, ვიჯდეთ წუმპეში და ვსვათ საქართველოს სადღეგრძელო. ოღონდ, პატრიარქის სადღეგრძელოს შემდეგ”,- წერს ჯაფარიძე.

იტვირთბა....