ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: საუკეთესო შეთავაზებაა, იყო სპეკულაციები გორის ჰოსპიტალზე, რასაც საფუძველი არ აქვს

ხელისუფლებამ მიიღო პრაგმატული და რაციონალური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი ხელწერა და ღირებულებები არის პირველ რიგში ადამიანი, სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რასაც დაეფუძნა მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმულია, ახლა საჭიროა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა და იმედია ეს იქნება რაციონალური და პრაგმატული.

რაც შეეება გორის ჰოსპიტალს. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა კონკრეტული მოსაზრებების გათვალისწინებით. პირველი ეს არის სამედიცინო თვალსაზრისით, მთლიანად არის აღჭურვილი ეს ჰოსპიტალი შესაბამისი აპარატურით და პერსონალით და მეორე უსაფრთხოების მოსაზრებები იქნა გათვალისწინებული. ეს არის ოპტიმალური, საუკეთესო შეთავაზება და ველოდებით პრაგმატულ გადაწყვეტილებას. იყო გარკვეული სპეკულაციები გორის ჰოსპიტალთან დაკაშირებით, თუმცა ამას არავითარი საფუძველი არ აქვს.“- განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

იტვირთბა....