ოპოზიციონერი გიგი უგულავას თქმით, ექიმების გადასაწყვეტია მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხი. ამის შესახებ მან რადიოთავისუფლების ეთერში განაცხადა.
“ჩვენი ამოცანა არის თავიდან ავიცილოთ, კატასტროფა. დღეს მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას სიკვდილი არის კატასტროფა. ეს ორი ადამიანი სიკვდილის ზღვარზე იმყოფება. ეს არის ჩვენი მთავარი ისტორიული ამოცანა. ჩვენ აქ მყოფი ხალხი ამაზე ვერაფერს ვიტყვით და პრინციპულადაც ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ამას წყვეტენ არა ექიმი, არამედ ივანიშვილი და მისი ავადმყოფები გადაეყვანათ თუ არა მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში იმიტომ მივედით აქამდე. ექიმებმა გადაწყვიტონ ის ჰოსპიტალი არის თუ არა ვარგისი. ერთს ვიტყვი – ფარისეველია რატი ბრეგაძე, როდესაც შეთავაზებას ამბობს, რადგან გლდანში იმ ბუნაგში გადაიყვანეს მოტყუებით და ძალით, ამიტომ ესეც ფარისევლობაა. იქ სადაც სააკაშვილი იქნება გადაყვანილი აქციები არ იქნება, ჩვენ ამის ვალდებულება ავიღეთ. ჩვენ რა თქმა უნდა, ბრძოლას გავარგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის სრული განთავისუფლებისთვის და პროპორციული არჩევნებისთვის”,- ამბობს უგულავა
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სთავაზობენ გადავიდეს გორის ჰოსპიტალში, ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

