ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას გამოეხმაურა და ამბობს, რომ მან არ იცის რა პირობებია გორის ჰოსპიტალში და ამ წუთას ვერაფერს იტყვის.
“თუ იგი გადაყვანილი იქნება ისეთ დაწებულებაში, სადაც იქნება ყველანაირი პირობები იმისთვის, რომ იგი გამოჯანმრთელდეს, რა თქმა უნდა ჩვენი პასუხისმგებლობა იქრბა კვლავ ძალაში. ახლა მთავარია ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ, სააკაშვილმა რეაბილიტაციის სრული კურსი გაიაროს, მე ვერ გეტყვით როგორია გორის ჰოსპიტალი ამითომ არ ვიცი მისი შესაძლებლობი, ვიცი ის რომ ჩვენ ვენდობით ექიმებს”,- ამბობს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სთავაზობენ გადავიდეს გორის ჰოსპიტალში, ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

