ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრეგაძე: სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

“ვთავაზობთ რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის ტავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის მისი ადგილი, სადაც მისი უსაფრთხობა და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული”,- ამბობს ბრეგაძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ის დაკავების დღიდან შიმშლობს, სააკაშვილისთვის დღეს შიმშილობის 50 დღეა.

18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

იტვირთბა....