ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საძაგლიშვილი: საათნახევრიანი ლოდინის შემდგ, მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაშ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გლდანის ციხესთან განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, დაწესებულების მთავარმა ექიმმა უთხრა, რომ მესამე პრეზიდენტის რეანიმაციაშია, სადაც მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აქვს შესვლის უფლება.

“განმიმარტეს, რომ მას ეძინა და რომ გაიღვიძებდა შემატყობინებდნენ და დამიშვებდნენ, თუმცა დაახლოებით საათნახევრიანი ლოდინის შემდგ, მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაში, სადაც იმყოფება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და ადვოკატებს ვერ შეგვიშვებდნენ. ამის შემდგ მოვითხოვე დაკავშირება შესაბამის პირთან, იქნებოდა ეს ექიმი, თუ დაწესებულების დირექტორი, რათა მოეწოდებინა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვესაუბრე მე-18 დაწესებულების მთავარ ექიმს ქალბატონ მანანას, რომელმაც მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღამე გაატარა რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, გარკვეული კვლევები ჩატარდა, თუმცა ყველა კვლევის პასუხი ჯერჯერობით არ არის მოსული. ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული პრობლემა მათი განმარტებით არ არსებობს, თუმცა ელოდებიან კვლევების შედეგებს და ასევე განმიცხადა, რომ დღეს მოხდება სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გადაწყდება, რა იქნება მომდევნო ნაბიჯები მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის გადაყვანასთან დაკავშირებით”,- განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

იტვირთბა....