ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

დეგნანი: როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, აღარაა საჭირო დებატები

[su_quote] ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. როდესაც ადამიანის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ არის, ამ შემთხვევაში აღარ არის საჭირო რაიმე სახის დისკუსია ან დებატი. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა სათანადო მკურნალობა და ზრუნვა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ მედიკოსთა ჯგუფს, მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის კრიტიკული. მას ესაჭიროება მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება, რათა ის რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს. შესაბამისად, მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში. მოგეხსენებათ, ამ საკითხის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი და ყურადღება როგორც ჩვენი საელჩოს მხრიდან, ასევე ვაშინგტონში, ასევე საქართველოს მეგობრები, საქართველოში ყოფილი ელჩი იან კელიც ამაზე საუბრობს, რომ მას უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება და უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მაგის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაიცა. გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება [/su_quote]

თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. ამასთან, 18 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ექსპრეზიდენტი ცუდად გახდა და “მოსხლეტით წაიქცა”. მიხეილ სააკაშვილს 50-ე დღეა შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

იტვირთბა....