ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წილოსანი ხოშტარიაზე: ვნერვიულობ და მინდა შიმშილობა შეწყვიტოს

ქართული ოცნების დეპუტატმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტში დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა, რომელიც მე-17 დღეა შიმშილობს.

“მიუხედავად იმისა, ჩვენ რა პოლიტიკური პოზიციები გვაქვს და რა მოსაზრებები გვაქვს ერთმანეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, არ შეიძლება იყოს რაიმე სხვაობა ან განსხვავება ადამიანურ დამოკიდებულებებში და ადამიანურად, მე ძალიან ვნერვიულობ მასზე და მინდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს”.- თქვა ნინო წილოსანმა.

ცნობისათვის, ელენე ხოშტარია უკვე მე-17 დღეა პარლამენტში შიმშილობს. მისი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილიკლინიკაში გადაიყვანონ. მან დღეს უარი თქვა მედიკამენტურ მკურნალობაზე.

 

იტვირთბა....