ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კობახიძე: ოპოზიციის მიზანი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა

[su_quote] მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი პირები, ორგანოები და უწყებები თუ რა თქმა უნდა, საფუძველი იქნება როგორც სამედიცინო მხარე, ასევე უსაფრთხოების მხარე. ორივე მხარე, რა თქმა უნდა, თანაბრად არის გასათვალისწინებელი. რაც შეეხება უსაფრთხოების და პოლიტიკურ ნაწილს -ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან რაღაც აღქმა, რომ თითქოს, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით ეს რაღაც სპექტაკლი და უბედურება დასრულდება. ასეთი წარმოდგენა გაჩნდა რეალურად მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მთავარი მიზანი არის, და მთელი უბედურება  იწყება სწორედ გადაყვანის დღიდან – ეს არის პოლიტიკური და უსაფთხოების მხარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი ვიდრე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ ვიცით, რომ მათი მიზანი არის ის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შექმნან გარვეული შანსები მისი გათავისუფლების და ამისათვის ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელნი და ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა, ზოგადად, ყველაფრის მკადრებელია. [/su_quote]

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის საკითხს გამოეხმაურა.

იტვირთბა....