aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საძაგლიშვილი: ხელისუფლების მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე ზრუნვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენ ვხედავთ პენიტენციური სამსახურის უმოქმედობას, რაც შეიძლება მიუთითებდეს მხოლოდ ერთ რამეზე – ხელისუფლების მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, ისინი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური დღის წესრიგით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი და ცენტრი ემპათია ერთსულოვნად მიუთითებენ ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე.

“პენიტენციური სამსახურის დუმილი და ამის არგაკეთება მიუთითებს იმაზე, რომ პენიტენციური სამსახური არ ხელმძღვანელობს და მათი მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვა, არამედ ისინი არიან პოლიტიკური დღის წესრიგის აღმსრულებლები” – ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

 

იტვირთბა....