aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის ომბუდსმენი: მოვუწოდებ მთავრობას, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს ომბუდსმენის მიერ შექმნილი დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში.

“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნები და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის სტანდარტებს.

მივმართავ უცხო ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობის შესახებ, მისი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციამდე და მესამე ქვეყანაში ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე, რომელსაც აქვს ხანგრძლივი შიმშილობიდან გამოყვანის და სხეულის ფუნქციების აღდგენის რესურსები და გამოცდილება”. – ამბობს უკრაინის სახალხო დამცველი

გუშინ, 18 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ  ექსპრეზიდენტი ცუდად გახდა და “მოსხლეტით წაიქცა”.

იტვირთბა....