aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

Covid 19-ით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 278 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.34%-ია

aviabiletebi
ავიაბილეთები

Covid 19-ით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 51 298 ტესტი და დადასტურდა 4 278 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 154 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.34%, ბოლო 7 დღის 8.99%, ხოლო ბოლო 14 დღის – 9.52%.

ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 749 გამოვლინდა, აჭარაში – 155, იმერეთში – 715, ქვემო ქართლში – 273, შიდა ქართლში – 412, გურიაში – 109, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 334, კახეთში – 267, მცხეთა-მთიანეთში – 110, სამცხე-ჯავახეთში – 114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 723, საიდანაც 6 490 ადამიანი კლინიკაში მკურნალობს, 1 173 – Covid სასტუმროში, ხოლო 44 060 – საკუთარ სახლში.

მძიმე პაციენტია 1 630, მათგან 381 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 804 571 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  741 470 პაციენტი და გარდაიცვალა –  11 352.

იტვირთბა....