aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია კლინიკაში, სადაც არსებობს მაღალი დონის MRT

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე გლდანის ციხის კლინიკის დატოვების შემდეგ ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში რჩება. ყიფშიძის თქმით, ექსპრეზიდენტს თავის ტვინის დიაგნოსტიკას ვერ უტარებენ, რადგან კლინიკაში ამ გამოკვლევისთვის საჭირო ტექნიკა არ აქვთ.

“დღეს ძალიან მძიმე დღე ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს, დაეცა, აიყვანეს რეანიმაციაში და შემდეგ გატარებული იყო მთელი რიგი ღონისძიებები. დიდი მადლობა ქალბატონს გიული ქილიფთარს, შემთხვევით იყო იქ და ჩაატარა ყველა რეანიმაციული ღონისძიება, პრეზიდენტი უკეთესად გახდა. ახლა თუ სახლში მივდივარ, არ ვიცი რა მოხდება 10 წუთში, 1 საათში..გონების დაკარგვა მოხდა, ეს სინკოპია, ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, მოასწავებს, რომ ყოველ წუთში ხდება ძალიან ცუდი რაღაცები მის ორგანიზმში. მდგომარეობა არის მძიმე, ძალიან რთული, მაგალითად, ახლა ჩვენ აქ გვყავდა ნევროლოგი, რომელმაც დასვა ძალიან არასასიამოვნო დიაგნოზის შესაძლებლობა, რომელიც, ჩემი აზრით, იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღება – მიშა სააკაშვილი გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც არსებობს მაღალი დონის აპარატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ მისი ტვინის მდგომარეობა.

ჩვენ ველოდებოდით გასტროენტერლოგს, ჯერ არ მოსულა. ის გვჭირდებოდა, რომ გვეფიქრა, რა ხდება მის კუჭში, არის თუ არ არის სისხლდენა. მაგრამ, ამ წუთში ყველაზე საყურადღებოა MRT-ს გაკეთება. MRT-ს აპარატი აქ არ დგას, არის სულ რამდენიმე კლინიკაში. ადგილობრივმა ექიმებმა შემოგვთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, რაზეც მე უარი ვუთხარი, რა საკვირელია, ავადმყოფს ველაპარაკე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ზედმეტი დასხივებაა. სჭირდება მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც აქ არ არსებობს, ასე რომ, ჩვენ დიაგნოსტიკას თავის ტვინის შესახებ ვერ ვაკეთებთ”, – ამბობს ყიფშიძე.

ყიფშიძის ინფომაციით, ის შეხვდა ქართული ოცნების დეპუტატებს, დიმიტრი ხუნდაძეს, დავით სერგეენკოსა და მიხეილ სარჯველაძეს და მათთან მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ქართული ოცნების დეპუტატები – დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე იმყოფებოდნენ. სერგეენკომ ციხის კლინიკის დატოვების შემდეგ თქვა, რომ “კონსულტაციებით გადაწყდება, სერვისებისთვის საჭიროა გადაყვანა თუ არა”. ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრის, თენგიზ წულაძის თქმითკი “სააკაშვილი გუშინ რომ გადაეყვანათ, თერაპია დაეწყოთ, შეიძლება, გართულება არ გვქონოდა”.

18 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა,რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ  ექსპრეზიდენტი ცუდად გახდა და “მოსხლეტით წაიქცა”.

იტვირთბა....