ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელენე ხოშტარიამ გადასხმებისა და მედიკამეტების მიღება შეწყვიტა

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია შიმშილობის მე-14 დღეს საჭირო გადასხმებისა და მედიკამენტების მიღებასაც წყვეტს. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მდგომარეობის დამძიმების მიუხედავად, სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანეს.

“გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს, ან ფრაზას, რომ გადაჰყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციისა და პანიკის შემდეგ. საბოლოოდ ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები, კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.

დრო არათუ აღარაა, შეიძლება, დაგვიანებულია.

ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ.

მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ!”. – წერს ელენე ხოშტარია. 

იტვირთბა....