ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ჯაფარიძე: ოცნება დასავლელ პარტნიორებს ეუბნება, რომ ფეხებზე გვკიდია თქვენი აზრი, აქ ჩვენ ვართ უფროსებიო

[su_quote]არ მჯერა და არ ვთვლი განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ადამიანებად ქართული ოცნების იმ სახეებს, რომლებიც ახლა ბიძინა ივანიშვილმა გამოდგა, სადღაც-სადღაც დააყენა და რაღაც თანამდებობები გაუნაწილა. რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს? არ მგონია, რომ ეს სისულელის ამბავი იყოს. მგონია, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, იმიტომ, რომ ამით დემონსტრირება ხდება. ჩვენც და დემოკრატიულ დასავლელ პარტნიორებს გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია, ძალა გვაქვს, რომ ეს ასე გავაკეთოთ და ვერც ვერავინ ვერაფერს გვიზამს. დასავლელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ ფეხზე გვკიდია თქვენი რეაქცია რა იქნებაო. წინასწარ ეუბნებიან, რომ არ გვაინტერესებს, ფეხებზე გვკიდია და აქ, ამ ტერიტორიაზე ახლა ჩვენ ვართ უფროსები და რასაც გვინდა იმას ვიზამთ[/su_quote]

ამის შესახებ პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....