ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ვაშაძე: მივმართავ ქართულ ოცნებას, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში!

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქართულ ოცნებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

როგორც ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, განსაცდელში მყოფი ადამიანის ამ მდგომარეობაში დატოვება არის ადამიანურობის, ქრისტიანობის და ღირსების საკითხი.

“მივმართავ ქართულ ოცნებას, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში!

ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველგვარ პოლიტიკის საზღვრებს სცდება.

განსაცდელში მყოფი ადამიანის ამ მდგომარეობაში დატოვება არის ადამიანურობის, ქრისტიანობის და ღირსების საკითხი.

თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა, რომ ჩვენი ქმედებებით ან უმოქმედობით არ დავაყენოთ არცერთი ადამიანის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ!”, – წერს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....