ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექიმი: ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ ციხეში სააკაშვილის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმის, რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიას განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი დაეთანხმა კონსილიუმის წევრებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კლინიკაში.

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ დაწესებულებაში სააკაშვილის მსგავსი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.

“ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა. ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთი, როგორც ექიმის, და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწის. ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს და ალბათ, შეეცდება რაღაცის გაკეთებას. ანუ დაეთანხმა, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნას პოლიპროფილურ კლინიკაში.

ამ შეხვედრიდან დამრჩა პოზიტიური შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი ეკატერინე და მისი მოადგილე ბევრად უფრო ახლოს არიან ექიმების პოზიციასთან, ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელების”, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტების ჯგუფის წევრებს შეხვდა. ამასთან, ტიკარაძესთან შეხვედრას მართავს ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაც.

იტვირთბა....