[su_quote]ხომ შეიძლება თავი გაანძრიოს ყველამ?! რატომ კლავთ ამ კაცს?! ტილებში და წილებში რომ ცხოვრობდა მთელი ქვეყანა, ნავთის სუნად ყარდა მთელი საქართველო, ბნელში. კრიმინალთან ერთად რომ ცხოვრობდა, ყაჩაღობა, ქურდობა, ძარცვა და ადამიანების დაუთავება რომ ყოველდღიური ცხოვრების წესი იყო და ამ ქვეყნისგან რომ სახელმწიფო შექმნა, ამიტომ უნდა მოვკლათ, ამიტომ უნდა ვაწამოთ ციხეში და გვყავდეს ასეთ მდგომარეობაში?! იმისთვის, რომ რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი იყოს ბედნიერი და ამასაობაში საყდრისი ააფეთქოს, მილიონები იშოვოს?! იმიტომ, რომ ვერ გაძღა კობახიძის მდინარაძის და მათი მუცელი?! 24 საათი ძარცვავენ ჩვენს მოქალაქეებს. დავუსვათ ჩვენს თავს ერთი კითხვა – რატომ ვკლავთ ამ კაცს?![/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა.

