მთავარი პოლიტიკა ციტატა

მელია ხოშტარიას: გულით გილოცავ დაბადების დღეს! – დაუძლეველი დაბრკოლება ხარ ყველანაირი ბოროტებისთვის!

[su_quote]ჩვენო ელენე!

მთელი გულით გილოცავ დაბადების დღეს! ძალიან მიხარია, რომ ასეთი მეგობარი მყავს – მტკიცე, შეუპოვარი, სამართლიანი და სიკეთით სავსე! ძალიან მიხარია, რომ ყოველთვის შემიძლია დარწმუნებული ვიყო, თუ ადამიანს უჭირს შენ იქვე გაჩნდები და ყველაფერს გააკეთებ დაეხმარო. როცა ქვეყანას უჭირს, თავდაუზოგავად იბრძოლო – თან არასოდეს დაკარგო შინაგანი სიმართლე და სიკეთე!

ახლაც ამ ბრძოლაში ხარ! ასევე, ხარ მაგალითი ყველა კარგი ადამიანისთვის და დაუძლეველი დაბრკოლება ყველანაირი ბოროტებისთვის!

ყველაფერი იქნება მაგრად – ჩვენი შვილები ნატოს და ევროკავშირის წევრ საქართველოში გაიზრდებიან და იამაყებენ, შენი წვლილით ამ ყველაფერში!

მხნეობა და ჯანმრთელობა შენ[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია. შეგახსენებთ, რომ დროას ლიდერი ელენე ხოშტარია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შიმშილობს.

იტვირთბა....