ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილის პირადი ექიმი: შესამჩნევი სიყვითლე აქვს, მძიმედ დადის, პაემნების ოთახში ვერ ჩამოვიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს შესამჩნევი სიყვითლე აქვს და მძიმედ გადაადგილდება.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სუსტად არის და პაემნების ოთახში ვერ ჩამოვიდა.

“ვლაპრაკობდით გადაყვანაზე. მკითხა გორის საავადმყოფოზე. მე მივეცი რჩევა, რომ უარი თქვას, თუ ეს ვარიანტი განიხილება. ეს მშვენიერი ჰოსპიტალია, ძალიან კარგად იმუშავა 2008 წელს, ომის დროს. მაგრამ ის არ არის განკუთვნილი ამ ტიპის ავადმყოფისთვის. სიტყვამ მოიტანა, რომელიმე საავადმყოფოში გადაყვანაზე ლაპარაკი არ არის. რამდენიმე კლინიკაზე ვფიქრობ, სად შეიძლება მისი გადაყვანა. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი wish list-ია”, – განაცხადა ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....