ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ჯაფარიძე ზურაბიშვილზე: არ მჯერა, რომ დამოუკიდებელი მოთამაშეა, პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნია

[su_quote]სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგები ტრადიციულად არის არაფრის მთქმელი. ერთადერთი რაც ჩანს არის ის, რომ მთავარი პრობლემები, რაც არის ქვეყანაში, ამ მთავარი პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ხდება სხვა რაღაცებზე და მასზე შეიძლება თქვას ერთი ორი სიტყვა ისეთი, რომელიც ვიღაცებს გულს მოულბობს, ეს არის როლი, რომელიც მას აქვს აღებული საკუთარ თავზე. არ მჯერა, რომ ის არის დამოუკიდებელი მოთამაშე, მას თავისი პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნია[/su_quote]

ამის შესახებ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგს. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი არ არის რიგითი პატიმარი და შესაბამისად, მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ბევრად რთულია. ამასთან, ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.

იტვირთბა....