[su_quote]ნინო ლომჯარიასთვისაც სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას და იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხსნის და გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, ან სხვა ასეთივე ტიპის კლინიკიდან გამოიხსნას. იგივე ინტერესი აქვს სააკაშვილის სხვა თანამძრახველებს. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა აქ არის მთავარი რამ, როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების რისკებზე, დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და არც ვინმეს მოტაცების საშუალებას მისცემენ და არც არაფერი, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები. წარმოიდგინეთ თავდასხმა სამოქალაქო კლინიკაზე, ჩვენ არ გვინდა ადამიანების სიცოცხლე მინიმალური რისკის ქვეშ დავაყენოთ[/su_quote]
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

