[su_quote]სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ვინც რეჟიმის რყევად შეფასა, იმას არ ენდოთ არაფერში – საერთოდ.
ან უსუსურია, რომელიც საკუთარ სურვილებს რეალობად ასაღებს და არა იმდენად სხვას, რამდენადაც თავს არწმუნებს.
ან უბრალოდ მოსმენილიდან აზრის გამოტანა არ შეუძლია.
ან უსირცხვილოდ გატყუებთ.
ნუ შეიქმნით და შექმნით არაადეკვატურ მოლოდინებს.
გაცრუებული მოლოდინები დიდი დეპრესიის წინაპირობაა.
მოჩქარეს დააგვიანდეს![/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგს. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი არ არის რიგითი პატიმარი და შესაბამისად, მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ბევრად რთულია. ამასთან, ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.

