ლიეტუვა საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის 50 000 დოზას საჩუქრად გადმოსცემს.
ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის მთავრობის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
“ლიეტუვა განაგრძობს ვაქცინით დახმარებას მათთვის, ვისაც სჭირდება. მხოლოდ სოლიდარობით და ერთიანობით დავძლევთ პანდემიას უფრო სწრაფად”, – აღნიშნულია განცხადებაში.