ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

გვარამია: კლინიკა არ ვიცი, მაგრამ ზურაბიშვილის მრავალპროფილური განცხადებები სასწრაფოდ გადასაყვანია გასაგებ ენაზე

[su_quote]კლინიკა არ ვიცი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის მრავალპროფილური განცხადებები ნამდვილად სასწრაფოდ გადასაყვანია გასაგებ ენაზე და აზრთა წყობაზე[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგს. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი არ არის რიგითი პატიმარი და შესაბამისად, მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ბევრად რთულია. ამასთან, ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.

იტვირთბა....