მთავარი პოლიტიკა ციტატა

უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში – როგორია ზურაბიშვილის პოზიცია

[su_quote]თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექს-პრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო სივრცეში, ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, რომელთა დაზღვევაც ურთულესია.

ამასთან, ექს-პრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას შიმშილობისას თუ მისი შეწყვეტის შემდეგ[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....