[su_quote] ძალიან დეტალურად ვესაუბრე ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ავუხსენი რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია, რა არის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არცერთ შემთხვევაში. ეს არაა სიჯიუტე, ესაა ის აუცილებელი ფასი, რომელიც უდნა გადავიხადოთ, რათა გამოვიდეთ ამ ჩიხური ვითარებიდან. თუ ჩვენ მიხეილ სააკაშვილს გადავიყვანთ გლდანის ციხიდან, რომელიც არის არაადამიანური მოპყრობის პირობებში, ნებისმიერ სხვა საკითხზე ვარ აბსოლუტურად მოქნილი.
მე ის ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი შევთავაზე და რა თქმა უნდა მათ არცთუ ისე ბევრი დრო აქვთ გადაწყვეტილების მისაღებად [/su_quote]
ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც მასთან ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე მივიდნენ მოსანახულებლად.

