საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოზიციის დაფიქსირებისათვის ამირან გამყრელიძესა და დავით სერგეენკოს მადლობას უხდის.
ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის გზავნილი ჟურნალისტებს ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გააცნო.
“ჩვენ მადლიერებას გამოვახტავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პოლიტიკურ შეხედულებებზე უფრო მაღლა დააყენა პროფესიული და სამოქალაქო ეთიკა, და დააფიქსირა საკუთარი გულწრფელი პოზიცია, მათ შორის ბატონ გამყრელიძეს და სერგეენკოს, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს ამ თემაზე, ეს პრეზიდენტის პოზიციაა”, – განაცხადა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექნილმა გაფართოებულმა კონსილიუმმა დასკვნა უნდა დადოს, რომელიც უნდა აღსრულდეს. ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გლდანის ციხეში, შესაბამისი პირობების არქონის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უნდა იზრუნონ.

