მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ერთად მოხდეს ყველა აქციის და მოქმედების დაგეგმვა – კემულარია ხუთ ოპოზიციურ პარტიას მიმართავს

[su_quote]არ შემიძლია გულისტკივილით არ ავღნიშნო საჯაროდ:

როდესაც ხუთი პარტია იკრიბებით და ოფიციალურად აცხადებთ, რომ ჩვენ— ევროპული საქართველო, დროა, ლელო, ენმ, გირჩი 19 ნოემბერს ვატარებთ აქციას და საზოგადოებამ და დანარჩენმა პარტიების წარმომადგენლებმა კეთილი ინებეთ და შემოგვიერთდითო, ეს არის შეურაცხმყოფელი როგორც, ზოგადადსაზოგადოებისთვის, ისე სხვა ოპოზიციური მოძრაობების მრავალრიცხოვანი მხარდაჭერებისთვის.

თქვენი მუდმივი პოზიციიდან თუ გადმოსახედიდან, თქვენ, ხუთნი, ხართ პოლიტპატრიციები, წამყვანები და დანარჩენი საზოგადოება და პარტიები “და სხვა”(თქვენი გაგებით, პლებეები).

მძიმე, საერთო საქმის დამაზიანებელი შეცდომაა.

სამწუხაროდ! ამ “საპატიო ხუთეულმა” ეს ვერ გაიგეთ არჩევნების დროს, არ გინდათ შეისმინოთ არც ახლა.

ეს იწვევს გახლეჩას და “ახლა ამის დრო არარის” ძახილი, არის სწორედ პროვინციული პოლიტიკანიზმი.

მძიმე შეცდომაზე, ყოველთვის უნდა ელაპარაკო პარტნიორებს კეთილმოსურნეობის პრეზუმფციიდან გამომდინარე. იქნებ ეს გამოსწორდეს და ერთად მოხდეს ყველა აქციის და მოქმედების დაგეგმვა, გამოცხადება, ჩატარება.

მხოლოდ მაშინ იქნება ის ყველასი, საყოველთაო და რაც მთავარია უფრო დიდი შედეგის მომტანი.

მაპატიეთ ამ ბანალურ ჭეშმარიტებებზე ყურადღების გამახვილება. უბრალოდ, შეკრებებზე განცხადებებმა ვერ გამოიღო შედეგი და საჯაროდ მსჯელობამ იქნებ უშველოს.

უნდა გაიგოთ, ძვირფასებო, რომ “ხუთი მთავარი პარტია ვატარებთ”, ე.წ. “ბარიერ გადალახულები”/კარგად გაიხსენეთ, რომ ეს მავნე ცნება ოცნებამ შემოგიგდოთ, თქვენ კი აიტაცეთ, არაფერი კარგის მომტანი არ არის არც საერთო საქმისთვის და არც თქვენი კერძო მიზნებისთვის.

P.S. ნიკა მელიამ კი გამოაცხადა-“ოთხი ვატარებთო”, მეხუთე და “თლათ მთავარი”, ევროპული საქართველო ამჟამად ლატენტურია, ანუ მალულია, თუმცა პროცესებს წარმართავს კულისებს მიღმა.

რ ა ტ ო მ ?

ეს კითხვა მწვავეა და მარტო მე არ მიჩნდება[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას წევრი, კოტე კემულარია.

იტვირთბა....