ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე ხოშტარიაზე: მეგობრული საუბარი გვქონდა, სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ელენე ხოშტარიას შეხვდა, შეხვედრის შემდეგ კი კობახიძემ განაცხადა, რომ ხოშტარიასთან სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს.

“ჩვენი თხოვნაა, ელენე ხოშტარიამ შეწყვიტოს შიმშილობა. გვქონდა მეგობრული საუბარი. სხვადასხვა ვარიანტებზე გვქონდა საუბარი”,- თქვა კობახიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, კობახიძის თქმით, ამის საჭიროება არ არსებობს და უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს შეიცავს.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 48-ე დღეა, შიმშილობს. მისი მდგომაროება დამძიმებულია. ის ამბობს, რომ თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, შიმშილობას შეწყვეტს. ამაზე ხელისუფლება უარს ამბობს. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ხოშტარია 3 ნოემბრიდან შიმშილობს.

იტვირთბა....