ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექიმთა საბჭოს წევრი სააკაშვილზე: ამ დაწესებულებაში პაციენტის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი

ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭოს წევრი, კლინიკა ღია გულის ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მე-18 პენიტენციური დაწესებულება კარგად აღჭურვილია, თუმცა იქ მიხეილ სააკაშვილისნაირი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არაა.

“ეს ინფრასტრუქტურა არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველდღე. მაგრამ უარყოფითი ისაა, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა და ისეთი პაციენტი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციას, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. საბოლოო დასკვნებზე ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმით ვიყავით დაკავებული. ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი”,- ამბობს ექიმი.

იტვირთბა....