[su_quote] 47 დღიანი შიმშილობა ეს არ არის გართობა, საერთოდ მიკვირს როგორ უძლებს მისი ორგანიზმი… ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც შიმშილობს… მე ვფიქრობ რომ მოქალაქეობრივი პოზიცია მოეთხოვება ყველას ექიმსაც და მარკშეიდერსაც, ვინც არ უნდა იყოს. მე ვხედავ რომ ძალიან ბევრს აღმოაჩნდა. ძალიან სამწუხაროა რომ გადაწყვეტილების მიმღებები ამას ვერ ათვიცნობიერებენ. ჩემი შვილიშვილის ჩანაწერი ორი დღეა ტრიალებს და ძალიან მეამაყება, ჩემი შვილიშვილები არინა ჰოლანდიელი დედის გაზრდილები და ასეთი პატრიოტები გაიზარდნენ, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. მოთხოვნა არის მინიმალური, გადაიყვანონ სამოქალაქო საავადმყოფოში, რა გახდა ვერ გავიგე, რა ახირება – ამაზეც იყო საუბარი, ახირება სწორედ ის არის რასაც ახლა აკეთებს ხელისუფელბა, ეს არ არის პრინციპულობა, ეს არის სადიზმი და სურვილი რომ ადამიანი მოკლან, ეს არის სრულიად მიზანმიმართული. [/su_quote]
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ tv პირველის ეთერში განაცხადა.

