ახალი ამბები მთავარი

ღიბრაძე განმარტავს თუ როგორ შეიძლება, მოქალაქემ აიღოს კოვიდ-სერტიფიკატი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განმარტა თუ როგორ შეიძლება მოქალაქემ აიღოს კოვიდ-სერტიფიკატი. მისი თქმით, საქართველო ერთიან სისტემაში ხვალიდან ჩაერთვება.

„დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ app store-დან და google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას“, –  განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ამასთან, ღიბრაძის თქმით, მოქმედებს ვებგვერდი და აპლიკაცია სადაც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.

მოქმედებს ასევე ვებგვერდი covidpass.moh.gov.ge, ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ვებგვერდი. ასევე იქნება მარტივი აპლიკაცია, რომელსაც ერქმევა covidpass, სადაც მოქალაქეები მარტივად შეძლებენ დამოწმებას. მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი ცნობით, რომელიც მათ ხელთ აქვთ – კოვიდ-ინფექციის გადატანის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტესტი. ასევე ისარგებლონ აპლიკაციით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

იტვირთბა....