ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის პირადი ექიმი: დაახლოებით 5 საათია აქ ვარ და ველოდები შესვლას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გლდანის მე-18 სასჯელაღასრულების დაწესებულებასთანაა. ის ამბობს, რომ 5 საათია გარეთ დგას და ელოდება, როდის შეუშვებენ მიხეილ სააკაშვილთან.

„დაახლოებით 5 საათია აქ ვარ და ველოდები შესვლას. არაფერს მეუბნებიან. მითხრეს, დაიცადეთ – შეგატყობინებთ, მოიცადეთ – ახლა შეგიშვებთ, მერე კიდევ სტუმარი ჰყავსო,  მერე აღარ ჰყავს და აშ. არაფერი არ ვიცი. ქუჩაში ვდგევარ, გავიყინე, მაგრამ ველოდები.  ავადმყოფია და ავადმყოფი უნდა ვახო, კიდევ ვიქნები, აბა რა უნდა ვქნა. ალბათ შევალ, “- ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

იტვირთბა....