ახალი ამბები მთავარი

ადვოკატის ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილმა PCR ტესტი გაიკეთა

მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს- ამის შესახებ განცხადება მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა.

ეს ინფორმაცია მედიიდან გახდა ცნობილი. ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს, ჰქონდა თუ არა კონტაქტი ნომერ მე-18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ ჰქონდა და არაერთხელ. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა დღეს დილას აუღეს მას PCR ტესტი და ველოდებით ტესტის პასუხს – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა გლდანის ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....