ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, 40 დღის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ყოველდღიურად მისი კვდომის პროცესი, მოდის, მოდის, მოდის. ამის შესახებ ქადაგიშვილმა იმედის ეთერში განაცხადა.
“ყველანი, დაახლოებით 40 დღის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ყოველდღიურად მისი კვდომის პროცესი, მოდის, მოდის, მოდის… Ჩვენ ვნახეთ, რომ მისი შიმშილობა აბსოლუტურად სხვა ფორმით მიმდინარეობდა, ის საკვებს იღებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გამომდინარე აქედან საკმაოდ სტაბილური იყო და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო”,- ამბობს ქადაგიშვილი.

