ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვიჩია: მოგიწოდებთ, სააკაშვილი გადავიყვანოთ მისთვის სანდო კლინიკაში, ოღონდ საზღვარგარეთ

გირჩის წევრი, დეპუტატი იაგო ხვიჩია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ, მისთვის სანდო კლინიკაში გადაიყვანონ. ეს ხვიჩიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე თქვა.

“მე მოგიწოდებთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ გადავიყვნოთ იმ კლინიკაში, რომელიც მისთვის იქნება სანდო, ოღონდ საზღვარგარეთ, რომ რაღაცნაირად ეს პოლიტიკური ტემპერატურა დავწიოთ დაბლა და მშვიდი ცხოვრება გავაგრძელოთ”,- ამბობს ხვიჩია.

იტვირთბა....