ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპიზიციის აქციის პარალელურად ავტობუსებით სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

ოპოზიციის აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის მობილიზება დაიწყო. ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ ყვითელი ავტობუსები და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა.

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ფეხით ამ წუთებში სწორედ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ მიდიან.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, გადაიყვანონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში და ჩატარდეს ქვეყანაში რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები.

იტვირთბა....