ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: 6 წელი კი არა, უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ ამ ბოროტ დამნაშავეს

[su_quote]ოქროს ბეჭდები, ძვირადღირებული ტელეფონი შვილისთვის, ბოტასები სასაჩუქრედ, კულონები, ძვირფასეულობა… ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე, თან საიდუმლო გრიფით. აი ამ საქმეს დაარქვეს ნაცებმა „პიჯაკების და ქიშმირის პალტოს“ საქმე. კიდევ ერთი დასტური მათი უტიფრობის და უსინდისობის. მხოლოდ აი ამ დანაშაულის გამო, ნაცვლად იმისა რომ ბოდიში მოიხადოს და თავდახრილმა მოიხადოს მინიმალური სასჯელი, კიდე დიდ გულზეა ბელადი. 6 წელი კი არა, უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ ამ ბოროტ დამნაშავეს. იმედია მალე იქნება გამოძიებული ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება ჰქვია და ადეკვატური სასჯელით შეფასდება მისი ღალატი![/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს.

იტვირთბა....