ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ავლაბრის მეტროსთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, ავლაბრის მეტროსთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აქციიის დაწყებისას განაცხადა საპროტესტო აქტივობა ყოველდღე გაიმართება.

ამასთან, მელიამ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ დაღლის დრო არ არის და წარმატებასთან ოპოზიცია ყველაზე ახლოს ახლა დგას.

“დავაანონსეთ ერთი, რიგითი აქცია ავლაბრის მეტროსთან და პოლიციელები რეგიონებიდან ჩამოჰყავთ, მაგრამ რეგიონებში ჩვენი მეგობრები გამართავენ აქციას და ასე იქნება ყოველ დღე. გამორიცხულია, სადამდე არბენინებთ ამ პოლიციელებს. განაცხადი გაკეთებულია, წილი ნაყარია,  ხაზი გადაკვეთილია და ახლა, ჩვენ არანაირი დაღლის უფლება არ გვაქვს ხალხო, რადგან როგორც არასდროს, წარმატებასთან ახლოს ვართ”,- განაცხადა ნიკა მელიამ აქციის დაწყებისას.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. უკვე 45-ე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

იტვირთბა....