ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში ცენტრალურ გზაზე ორსულ ქალს ავტომობილი დაეჯახა – ამის შესახებ ინფორმაციას Gurianews ავრცელებს.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შემთხვევა 13 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა.

