ჰიპ-ჰოპ არტისტმა ქანიე ვესტმა, რომელმაც ცოტახნის წინ სახელი შეიცვალა და იე დაირქვა, პოდკასტს Drink Champs-ს ეწვია. რეპერი ამბობს, რომ ის ახალგაზრდა პუტინია.
“მას შემდეგ რაც Gap-თან და Adidas-თან დავიწყე თანამშრომლობა, მათი შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა. მე პუტინი ვარ… ახალგაზრდა პუტინი ვარ. კულტურა – ნავთობია, კულტურა – ენერგიაა. მე კი ბოლო ოცი წელია კულტურის მეფე ვარ და მომდევნო 2000 წელი მეფე ვიქნები”,- ამბობს მუსიკოსი.

