ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

დუმბაძე: ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს – ჩვენ არ გავჩერდებით

[su_quote]ხელისუფლებას ერთადერთი ის დარჩენია, რომ როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს. ის ხომ ხელისუფალი აღარ არის, ის ხომ ვერ ახორციელებს უფლებამოსილებას. მისი ერთადერთი რესურსი არის ფული, მხარს უჭერს კრიმინალური ბანდა…

გვაქვს შანსი, რომ ეს ხელისუფლება ვაიძულოთ, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას, მაგრამ ეს მხოლოდ აუცილებელი პირობაა და საკმარისი არ არის. საკმარისი პირობა არის, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, იმიტომ, რომ პოლიტიკურ ჩიხში ვართ. ჩვენ არ გავჩერდებით ყველა სამწვერა გზაზე, ყველა გადაკვეთაზე, ყველა რეგიონში, ყველა თემში, სოფელში, დაბაში, ქალაქში იქნება ის, რაც ხდება ახლა აქ[/su_quote]

ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, თბილისის ორივე სანაპიროზე დღეს საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.

იტვირთბა....