ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერგეენკო დეპუტატების შიმშილობაზე: ექიმებზე მეტად პოლიტიკოსები აქტიურობენ ჯანდაცვაზე

ქართული ოცნების დეპუტატმა დავით სერგენკომ მოშიმშილე დეპუტატების გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის საკითხებით პოლიტიკოსები ექიმებზე მეტად ინტერესდებიან. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა, პოლიტიკური პროტესტის გააქტიურებას ემსახურება.

“პარადოქსია ჩამოყალიბებული მინიმუმ, როცა პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ ჯანდაცვის საკითხებით, ვიდრე ექიმები. მე მაქვს ამისი ჩემეული ვერსია, რომელსაც ჯერ შევინახავ ჩემთვის. მინიმუმ პარადოქსულია ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, უნდა შეწყვიტონ შიმშილობა და შეჯერებული პოზიცია, რაც არის საუკეთესო ამ ადამიანისთვის, ის მიიღონ. ის ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად ითხოვენ პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, მათი, ჩემი აზრით, არც ისე მცირე ნაწილი უფრო პოლიტიკურ შემადგენლობას უყურებს და მოლოდინები აქვთ, რომ ამ გადაყვანით პოლიტიკური პროტესტები გააქტიურდება. ამ დროს უნდა ვიზრუნოთ, როგორც ამ ადამიანის, ისე ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე. ექიმები უნდა შეჯერდნენ”,- ამბობს სერგეენკო.

იტვირთბა....